ონკო დერმატოლოგია

მხოლოდ კლინიკა "კანში" შესაძლებელია პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით ხალის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ინოვაციური FotoFinder bodystudio-ს აპარატით რისი საშუალებითაც რამდენიმე წამში შესასძლებელია ხალის ავთვისებიანობის კოეფიციენტის დადგენა.

თუ სხეულზე ჭარბად გაქვთ ხალი, განსაკუთრებით კი, მუქი შეფერილობის და კანის ზედაპირიდან წამოწეული, კატეგორიული უარი თქვით სოლარიუმზე. ასევე, მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ ნამზეურის მიღებას, რათა თავიდან აიცილოთ ხალის ასეთი არასასურველი გართულება.

არსებობს ხალის დაზიანების მექანიკური ტრამვა.ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის – ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოცილდეს.

საშიში ხალის ნიშნებია:

  • ხალის გამკვრივება;
  • ნახეთქების გაჩენა;
  • ქავილისა და წვის შეგრძნება ხალის არეში;
  • სისხლდენა;
  • ხალის ფერის შეცვლა (გამუქება, გაღიავება);
  • თმის გაცვენა ხალის ზედაპირიდან;
  • ხალის ზომის სწრაფი მატება.

ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტი და ხალის დიაგნოსტიკა. მელანომის ეფექტური მკურნალობა სწორედ მის დროულ გამოვლენაზეა დამოკიდებული.

სერვისის პროვაიდერი